ინფორმაცია მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ

მე-8, მე-9 , მე-10 და მე-11  კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 27-30 ივლისის ინტერვალში. ზუსტი თარიღი, საკონკურსო პირობები და რეგისტრაცია გამოცხადდება არაუგვიანეს არაუგვიანეს 27 ივნისისა.


გაითვალისწინეთ, რომ  რეგისტრაციისაც მშობელს წარმოსადგენი ან ასატვირთი ექნება 2021-22 სასწავლო წლის ნიშნების ფურცელი და დახასიათება სკოლიდან, სადაც უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.


იმ მოსწავლეს, რომელიც 2021-22 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში,  გამოცდაზე რეგისტრაცია არ სჭირდება. ეს მოსწავლე ითვლება რეგისტრირებულად.


საკონკურსო ადგილების რაოდენობა გამოცხადდება არაუგვიანეს 11 ივლისისა.

 

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკაში, მე-9, მე-10 და მე-11 კლასში ფიზიკასა და მათემატიკაში.

 

მე-12 კლასში მისაღები გამოცდა არ ჩატარდება.


ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ იხილეთ აქ: https://bit.ly/3y7cuxb


სასკოლო ქვიზებისა და მისაღები გამოცდების ბილეთების ნიმუშები და მისაღები საგამოცდო პროგრამები მათემატიკასა და ფიზიკაში იხილეთ აქ: https://bit.ly/3b9v5je

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებებს!


ზემოთ