კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში,  ასევე სკოლაში:

ონლაინ რეგისტრაცია იწყება  21 ივნისს და გაგრძელდება  12 ივლისის ჩათვლით. 

ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია დაიწყება 22 ივნისს  და გაგრძელდება 12 ივლისის ჩათვლით. 

 

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში  მისაღები გამოცდა ჩატარდება 16 ან 17 ივლისს.  

მისაღები გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი, ადგილი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა, ასევე საგამოცდო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისს.

 

მოსწავლეები, რომლებმაც დაასრულეს პროექტი ,,შაბათის სკოლის“ მე-3 მოდული, ითვლებიან რეგისტრირებულად. დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებენ.

 

ონლიან რეგისტრაციისთვის  გადადით ბმულზე.

 

ელექტრონული რეგისტრაციისას, შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2021-22 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე  თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

სკოლაში რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია დაიწყება 22 ივნისს  და გაგრძელდება 12 ივლისის ჩათვლით.

11:00-დან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116. 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 2-39-93-16


რეგისტრაციისას მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა)  განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2021-22 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

დადებითი შედეგის შემთხვევაში, სკოლაში ჩასარიცხად, აუცილებელია დახასიათება სკოლიდან. დისციპლინური გადაცდომის არსებობისას, სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეს უარი უთხრას სკოლაში ჩარიცხვაზე.

 

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

  •  მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
  •  გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2021-2022  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.

 

 

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

შენდება კომაროვის სკოლის მე-2 კორპუსი  (ფილიალი) დიდ დიღომში.

იმ შემთხვევაში, თუ კორპუსის მშენებლობა დასრულდება  2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ან მე-2 სემესტრის დაწყებისთვის,  სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი, 2 წლის განმავლობაში (მე-7 და მე-8 კლასებში), შესაძლებელია  წარიმართოს დიდი დიღმის კორპუსში, ხოლო მე-9 კლასიდან სწავლას გააგრძელებენ არსებულ კორპუსში ვაჟა-ფშაველას N49 -ში.

 

სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდებისა და შემაჯამებელი წერების ბილეთების სანახავად გადადით ბმულზე. 


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებებს!


ზემოთ