კომაროვის ჭადრაკის ჩემპიონატი 2022

კომაროვის სკოლაში, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების, ლუკა ძიძავასა და სანდრო კაპატაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა სასკოლო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში (7-12 კლასებში). მონაწილეობას იღებდა სკოლის 100-მდე მოსწავლე. 


გამარჯვებული გახდა ლევან დალბაშვილის გუნდი; გუნდის წევრები: გიორგი ხათაშვილი, ლუკა ხიზამბარელი და სანდრო ბოლქვაძე. ფინალში მათ გიორგი გაგუას გუნდი დაამარცხეს. 


ფინალისტები დაჯილდოვდნენ მედლებით, ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერებით და პირველ ადგილოსნებმა ასევე მიიღეს თასი. 


უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ხათაშვილი, რომელიც ასევე დაჯილდოვდა კუთვნილი თასით.


ფოტოები ჭადრაკის ჩემპიონატიდან


ზემოთ