შაბათის სკოლის გაკვეთილები 9 ოქტომბერს დაიწყება.

კომაროვის სკოლის გადაწყვეტილებით, მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ახალ სასწავლო გარემოსთან ადაპტაციისა და სწავლების მაქსიმალური ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, უმჯობესია სწავლა დაიწყოს საკლასო აუდიტორიებში. 

ვინაიდან ქვეყანაში განვითარებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2021 წლის 4 ოქტომბრამდე მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში,  კომაროვის „შაბათის სკოლაში“  სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 9 ოქტომბერს.

იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა მშობლებსაც სურვილი აქვთ, მათმა შვილებმა პროექტში მონაწილეობა დისტანციურად გააგრძელონ, ან იმ დღეს რაიმე მიზეზის გამო ვერ მოვიდეს ბავშვი გაკვეთილზე, სკოლა უზრუნველყოფს ასეთი მოსწავლეების დისტანციურ ჩართვას. შესაბამისად, მოსწავლე კლასთან ერთად, დისტანციურად შეძლებს დაესწროს საკლასო ოთახში მიმდინარე გაკვეთილს და სრულფასოვნად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

იმ შემთხვევაში, თუ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  4 ოქტომბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არ განახლდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, ,,შაბათის სკოლაშიც” გაკვეთილები გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში.

სწავლის დაწყების წინ მშობლებს დაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებული იქნება მასწავლებლის ვინაობა, გაკვეთილების დაწყების დრო და საკლასო ოთახის ნომერი.

ინფორმაცია დაიდება პედაგოგების მიერ სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებში, სადაც მშობლებს, მოგეწოდებათ დეტალური ინფორმაცია, პროექტის მიმდინარეობის, მშობლისა და მოსწავლის ვალდებულებების შესახებ.


2021-2022 სასწავლო წელი იწყება:

შაბათის ჯგუფებისთვის - 9 ოქტომბერს

კვირის ჯგუფებისთვის - 10  ოქტომბერს


პირველი მოდულის განრიგი:

შაბათის ჯგუფებისთვის:   9 ოქტომბერი, 16 ოქტომბერი, 23 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი, 6 ნოემბერი, 13 ნოემბერი, 20 ნოემბერი, 27 ნოემბერი, 4 დეკემბერი, 11 დეკემბერი, 18 დეკემბერი, 25 დეკემბერი.

კვირის ჯგუფებისთვის:    10 ოქტომბერი, 17 ოქტომბერი, 24 ოქტომბერი, 31 ოქტომბერი, 7 ნოემბერი, 14 ნოემბერი, 21 ნოემბერი, 28 ნოემბერი, 5 დეკემბერი, 12 დეკემბერი, 19 დეკემბერი, 26 დეკემბერი.


დღის განრიგი:

III – IV  კლასის მოსწავლეებისთვის:

სესია - დაიწყება - 10:00 საათზე  და დასრულდება  - 13:00 საათზე;

II სესია - დაიწყება -  14:00 საათზე  და დასრულდება - 17:00 საათზე.

 

V- VI   კლასის მოსწავლეებისთვის:

სესია - დაიწყება - 09:30 საათზე   და დასრულდება - 12:30 საათზე;

II სესია - დაიწყება -  13:30 საათზე - დასრულდება - 16:30 საათზე.

 


კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

 

 

 

 

 

 

 


ზემოთ