კომაროვის სკოლაში ჩამოყალიბდა დებატების კლუბი.
კლუბის მიზანია:
· მოსწავლეებში დებატების პოპულარიზაცია;
· დებატების სასწავლო კურსის დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
· მოსწავლეებში სხვადასხვა დისციპლინებისადმი ინტერესის ზრდისა და ზოგადი განათლების გაღრმავების ხელშეწყობა;
· მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, მოსმენის კულტურისა და არგუმენტირებული მსჯელობის ჩამოყალიბება.
პირველი შეხვედრა შედგება 28 სექტემბერს, 14: 30-სთ-ზე.