სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ჰყოფს ზამთრის არდადეგები.
I სემესტრი გულისხმობს პერიოდს 15. 09. 2022წ.-დან 29. 12. 2022 წ.-მდე.
II სემესტრი კი - 16. 01. 2023 წ. -15. 06. 2023 წელს, ხოლო მე-12 კლასებისთვის 16.01.2023– 19.05.2023.
სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის კალენდარი შემუშავებულია ,,ქ. თბილისის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანების შესაბამისად.