კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო.

კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში  მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო.

 

ონლაინ რეგისტრაცია იწყება დღეს და  გაგრძელდება  14 ივლისის ჩათვლით; ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია დაიწყება 30 ივნისს  და გაგრძელდება 14 ივლისის ჩათვლით. 

(გამოცდის თარიღის გამოცხადებასთან ერთად  შესაძლოა რეგისტრაციის ვადა გაგრძელდეს)

 

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში,  ასევე სკოლაში.

მოსწავლეები, რომლებმაც დაასრულეს პროექტი ,,შაბათის სკოლისმე-3 მოდული, ითვლებიან რეგისტრირებულად. დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებენ.


ონლიან რეგისტრაციისთვის  გადადით ბმულზე.

 

ელექტრონული რეგისტრაციისას, შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2020-21 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე  თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

სკოლაში რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია დაიწყება 30 ივნისს  და გაგრძელდება 14 ივლისის ჩათვლით.

11:00-დან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116. 

 

რეგისტრაციისას მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა)  განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2020-21 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

დადებითი შედეგის შემთხვევაში, სკოლაში ჩასარიცხად, აუცილებელია დახასიათება სკოლიდან. დისციპლინური გადაცდომის არსებობისას, სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეს უარი უთხრას სკოლაში ჩარიცხვაზე.

 

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

ü  მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.

ü  გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2020-2021  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.

 

მისაღები გამოცდის ჩატარების თარიღი, ადგილი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა, ასევე საგამოცდო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისს.

 

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:

შენდება კომაროვის სკოლის მე-2 კორპუსი  (ფილიალი) დიდ დიღომში.

იმ შემთხვევაში, თუ კორპუსის მშენებლობა დასრულდება  2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ან მე-2 სემესტრის დაწყებისთვისსკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი, 2 წლის განმავლობაში (მე-7 და მე-8 კლასებში), შესაძლებელია  წარიმართოს დიდი დიღმის კორპუსში, ხოლო მე-9 კლასიდან სწავლას გააგრძელებენ არსებულ კორპუსში ვაჟა-ფშაველას N49 -ში.

 

სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდებისა და შემაჯამებელი წერების ბილეთების სანახავად გადადით ბმულზე

 


ზემოთ