საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ "ტელესკოლის" მე-12 კლასის მათემატიკის გაკვეთილებს კომაროვის მასწავლებელი დიმიტრი არაბიძე ატარებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ "ტელესკოლის" მე-12 კლასის მათემატიკის გაკვეთილებს კომაროვის მასწავლებელი დიმიტრი არაბიძე ატარებს.


დიმიტრი არაბიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

ხელმძღვანელობს სკოლის სწავლის ხარისხის განვითარების სამსახურს.

2008 წელს პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო კომაროვის სკოლაში, რომლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია.

მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე და გამოირჩევა სიახლეებისადმი განსაკუთრებული  მიმღებლობით, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, აქტიურობას, როგორც სასკოლო, ასევე  ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მისმა მოსწავლეებმა 32-ჯერ მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა, როგორიც არის მათემატიკის საერთაშორისო, ჟაუტიკოვის საერთაშორისო და ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადები, სადაც მოპოვებული აქვთ 3 ოქროს, 5 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი და 3 საპატიო სიგელი. 

1999-2002 წლებში, თავად არის მათემატიკისა და ფიზიკის ეროვნული ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი.  2002 წელს, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სიგელის მფლობელია.


იხილეთ, დიმიტრი არაბიძის ტელე-გაკვეთილი აბიტურიენტებისათვის, თემაზე კვადრატული ფუნქცია. 


 კომაროვის სკოლა წარმატებას უსურვებს "ტელესკოლას" და დიმიტრის!


ზემოთ