კომაროვის "შაბათის სკოლის" მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!

ძვირფასო მშობლებო,


გთავაზობთ პროექტის ,,შაბათის სკოლა“  მე-3 მოდულის პროგრამას.


როგორც იცით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს 10 მაისის ჩათვლით, შესაბამისად, მე-3 მოდულის სწავლება განხორციელდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.


პროგრამა მაქსიმალურად ადაპტირებულია დისტანციური სწავლებისათვის გაცემული რეკომენდაციებისა და პროექტის მიზნების შესაბამისად.

 

მე-3 მოდული დაიწყება მიმდინარე წლის 2 მაისს და დასრულდება  1 ივლისს.

 

მოდულის ფარგლებში ჩატარდება 14 შეხვედრა:


12 მეცადინეობა სტანდარტულად. დამატებით, 1 ტესტირება და 1 ვიდეო ან დისტანციური გაკვეთილი ( ტესტირების ბილეთის გარჩევა).


ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა - არაუმეტეს 14.


გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული ჯგუფის 14-ზე მეტი მოსწავლე გადაწყვეტს მე-3 მოდულით გათვალისწინებული სერვისის მიღებას.  ამ შემთხვევაში, დაიგეგმება ცალკე აქტივობებიც. 

 

გაკვეთილების ჩატარების განრიგი და ქრონომეტრაჟი:


შაბათის ჯგუფებისათვის გაკვეთილები ჩატარდება:


მაისი - 02, 09, 16, 23, 30

ივნისი - 6,  9, 13, 16, 20, 23, 27, 30

9 ივნისს - ტესტის გარჩევა.

ტესტი დაიგზავნება 8 ივნისს.

 

კვირის ჯგუფებისათვის გაკვეთილები ჩატარდება: 


მაისი -  03, 10, 17, 24, 31

ივნისი - 07, 10, 14, 17, 21, 24, 28,

ივლისი - 1.

10 ივნისს ტესტის გარჩევა.

ტესტი დაიგზავნება 8 ივნისს.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოიხსნა სოციალური დისტანცირებით გათვალისწინებული შეზღუდვები, ყველა კლასის მოსწავლეებს შეეთავაზებათ მოდულის შემაჯამებელი წერა.

მე-6 კლასის შემაჯამებელი წერის თარიღი გამოცხადდება ივნისში, სიტუაციის გარკვევის შემდეგ.

ასევე მოგვიანებით გამოცხადდება  მისაღები მოსწავლეების რაოდენობა.

 

ქრონომეტრაჟი:


I სესიის ხანგრძლივობა - 10:00 საათიდან – 13:05 საათამდე

I - გაკვეთილი - 10:00 – 10:35

II გაკვეთილი - 10:50 – 11:25

III გაკვეთილი  - 11:40 – 12:15

IV გაკვეთილი - 12:30 – 13:05

 

II სესიის ხანგრძლივობა - 14:00 საათიდან – 17:05 საათამდე

I - გაკვეთილი - 14:00 – 14:35

II გაკვეთილი - 14:50 – 15:25

III გაკვეთილი - 15:40 – 16:15

IV გაკვეთილი - 16:30 – 17:05

 

გაკვეთილის ხანგრძლივობა - 35 წთ.

შესვენება  -15 წთ.

 

მე-3 და მე-4 კლასებს, მე-4 გაკვეთილი ჩაუტარდებათ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების ელემენტებით.

 

 

სწავლის საფასური:


მე-3 მოდულის ღირებულება რჩება იგივე, რაც იყო მეორე მოდულში.

მესამე მოდულის საფასურის გადახდა - 2020 წლის 6 მაისამდე.


შეკიხთვებით შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს პედაგოგს, ან სამსახურის უფროსს, თამარ მშვენიერაძეს, ან მოგვწეროთ სკოლის  ოფიციალურ FB გვერდზე: სკოლა-პანსიონი კომაროვი  Komarovi Campus School.


კომაროვის სკოლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

სს „საქართველოს ბანკი”

ბანკის კოდი: BAGAGE 22

ანგარიშის ნომერი: GE93BG 0000 0002 6417 0100.

 

კომაროვის სკოლა მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის.


გისურვებთ ჯანმრთელობას!


ზემოთ