კომაროვის "შაბათის სკოლის" მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!

საქართველოს სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არდადაგები ყველა სასწავლო დაწესებულებაში გახანგძლივდა. შესაბამისად, კომაროვის შაბათის სკოლის გაკვეთილები ვერ ჩატარდება 14,15 და 21,22 მარტს.


დეტალურ ინფორმაციას შაბათის სკოლის გაკვეთილების განახლების, მე-2 მოდულის დასრულებისა და მე-3 მოდულის დაწყების შესახებ შეგატყობინებთ არაუგვიანეს 23 მარტს.


სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, შაბათის სკოლის პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილები ჩატარდება სრულად, გაწერილი გრაფიკით.


პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების გარდა, პირველ ეტაპზე მე-6 და მე-5 კლასელებს, მიღებული ცოდნისა და უნარების გასაღრმავებლად და "ფორმის შესანარჩუნებლად", მომდევნო კვირაში დაეგზავნებათ ონლაინ სასწავლო მასალები და ვიდეოგაკვეთილები გავლილი პროგრამიდან.


კომაროვის სკოლა ჯანმრთელობას გისურვებთ!


ზემოთ