კომაროვის „შაბათის სკოლის“ მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ.

კომაროვის „შაბათის სკოლის“ მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ.


საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, პროექტის ,,შაბათის სკოლის“  გაკვეთილები არ ჩატარდება 7 და 8 მარტს.  შესაბამისად,  მე-2 მოდული,  ნაცვლად 21, 22 მარტისა,  დასრულდება 28 და 29 მარტს.

14 და 15 მარტს „შაბათის სკოლა" იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.

მე-3 მოდულის განრიგი გეცნობებათ მე-2 მოდულის დასრულებისთანავე.

აქვე გაცნობებთ, რომ  პროექტის  ,,შაბათის სკოლის“ მე-6 კლასელების ოლიმპიადა  ნაცვლად 9 მარტისა, ჩატარდება 29 მარტს.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!



ზემოთ