წარმოგიდგენთ კომაროვის სკოლისა და ექსპოჯორჯიას ერთობლივ პროექტს - კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალს!

წარმოგიდგენთ კომაროვის სკოლისა და ექსპოჯორჯიას ერთობლივ პროექტს - კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალს, რომელიც ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში 2019 წლის 6-7 დეკემბერს გაიმართება!

 

ფესტივალი გაიმართება ორ ასაკობრივ კატეგორიაში:

 

პირველ ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს  სკოლების მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის, ბათუმისა  და რუსთავის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდებისა). თითოეულ  სკოლას უფლება აქვს წარმოადგინოს  სამკაციანი გუნდი. ამ ასაკობრივი კატეგორიის ამოცანები მოიცავს მე-7 კლასის ჩათვლით ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას.

 

მეორე ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის რაზმაძის, ბათუმის ფიზ-მათ და რუსთავის ფიზ-მათ სკოლებისა). თითოეულ  სკოლას უფლება აქვს წარმოადგინოს სამკაციანი გუნდი. ამ ასაკობრივი კატეგორიის ამოცანები მოიცავს მე-9 კლასის ჩათვლით ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას.


ფესტივალი შედგება ორი ტურისგან - ნახევარფინალი და ფინალი.


შეჯიბრის რეგლამენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

ფესტივალის ყველა მონაწილეს და გუნდის ხელმღვანელს  გადაეცემა სერტიფიკატი.

 

ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულ, I ადგილზე გასული გუნდების  სამივე მონაწილეს გადაეცემა ტექნიკის  250 ლარიანი ვაუჩერი.

II ადგილზე გასული გუნდების სამივე მონაწილეს  გადაეცემა ტექნიკის 100 ლარიანი  ვაუჩერი.

III ადგილზე გასული გუნდების  სამივე მონაწილეს - კინოთეატრ კავეას ბილეთები.

 

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში  რეგიონის საუკეთესო გუნდის სამივე მონაწილე დაჯილდოვდება 200 ლარიანი ვაუჩერით (იმ შემთხვევაში, თუ რეგიონის სკოლის გუნდი გავიდა საპრიზო ადგილზე, მის წევრებს გადაეცემა როგორც გამარჯვებულისთვის გათვალისწინებული, ასევე  რეგიონების საუკეთესო გუნდისთვის გათვალისწინებული პრიზები).


მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.


რეგისტრაცია გასტანს  2019  წლის 4 დეკემბერის ჩათვლით. 



წინა ფესტივალებში დასმული ამოცანების ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ:


 

კომაროვის სკოლა და  ექსპოჯორჯია  გისურვებთ  წარმატებას!



ზემოთ