კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს!

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე  ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული.  http://stats.ioinformatics.org/halloffame/


ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე  2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული.

ნიკას წარმატებები  საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 2  და  ვერცხლის  1მედალი.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა:  ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1  მედალი.

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა:  ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში;

სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში:  ოქროს  1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.

ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი.

რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში:  ვერცხლის 1 მედალი.



კომაროვის სკოლა ულოცავს ნიკას მორიგ აღიარებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს!

 



ზემოთ