კომაროვის საზაფხულო სკოლა 2019!

კომაროვის საზაფხულო სკოლა ინოვაციური პროექტია, რომელიც 2019 წლის ზაფხულში (12 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით) უკვე მეორედ განხორციელდა. საზაფხულო სკოლაში, ბაკურიანში სკოლის სხვადასხვა კლასის 60-მდე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე გაემგზავრა. სკოლა მთლიანად არის აგებული ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე, თუმცა ადაპტირებულია ჩვენი მოსწავლეების საჭიროებებთან და ინტერესებთან.


საზაფხულო სკოლაში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, უფრო ახლოს გაეცნოთ თანასკოლელები, დასწრებოდნენ ქვეყნის წარმატებული და საინტერესო სპიკერების ლექციებს, მიეღოთ ახალი ცოდნა, ამასთან ერთად კი ჩართულიყვნენ სპორტულ, გასართობ, შემოქმედებით და სოციალურ აქტივობებში და ზაფხულის ერთი კვირა სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაეტარებინათ. 


კომაროვის სკოლა მადლობას უხდის პროექტის მთელ გუნდს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, გაწეული სამუშაოსა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


სკოლა ახალი ინოვაციური პროექტის გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს. შემდეგში ის უკვე სხვა სკოლების მოსწავლეებსაც მიიღებს და განსხვავებულ, საინტერესო და გამორჩეულ პროგრამებს შესთავაზებს.


ზემოთ