ინფორმაცია კომაროვის საღამოს სკოლის რეგისტრაციის შესახებ!

კომაროვის საღამოს სკოლის 2019 წლის რეგისტრაცია გაიხსნება 5 სექტემბერს.


საღამოს სკოლა განკუთვნილია მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში და რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ მათემატიკა (სურვილის შემთხევაში ფიზიკაც) კომაროვის სკოლის პროგრამით.


გარდა მათემატიკისა, „საღამოს სკოლა”, სურვილის შემთხვევაში, დამატებით გთავაზობთ ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამის ფიზიკის გაღრმავებულ სასკოლო კურსს. ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.


ზემოთ