ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ!

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 21 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, (ე.წ. მაღლივ კორპუსთან).


მოსწავლე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს  8 საათსა და 30 წუთზე. გამოცდა დაიწყება 09:30-ზე. ტესტირების ხანგძლივობა  3 საათი და 30 წუთი.


გამოცდაზე მოსწავლემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ან პირადობის მოწმობა, ან ID ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოცდო კომისია უფლებამოსილია, მოსწავლე არ დაუშვას გამოცდაზე.

 

მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს წყალი.

 

საგამოცდო ბილეთი  შედგება 30  ამოცანისგან. მათგან  25  იქნება დახურულბოლოიანი ამოცანა 6 სავარაუდო პასუხით. 5 იქნება ასევე დახურულბოლოიანი ამოცანა, ოღონდ 8 სავარაუდო პასუხით. 

 

1-25 ამოცანების სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ბოლო ხუთი ამოცანიდან ორის სწორი პასუხი შეფასდება 1,1 ქულით, ორის -1,2 ქულით, ერთის -1,4 ქულით,  რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ბილეთში.

 

ტესტის მაქსიმალური ქულაა 31. სკოლაში ჩაირიცხება 139 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. სკოლაში აგრეთვე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 139-ე მოსწავლეს.

 

სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი მათემატიკაში ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში (გარდა უცხო ენისა) 6 ან ნაკლები, ან სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებისას არ გამოიკვეთება, რომ მოსწავლე 2018-19 სასწავლო წელს იყო დისციპლინირებული.



ინფორმაცია საგამოცდო რეგისტრაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.



კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას! 


ზემოთ