შაბათის სკოლის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის საბოლოო შედეგები და ინფორმაცია მისაღები გამოცდის შესახებ!
- 01 ივლისი, 2019
შაბათის სკოლის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის აპელაციის შემდეგ შედეგები არ შეცვლილა. საბოლო შედეგები იგივეა, რაც პირველადი შედეგები. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის, კომაროვის სკოლის მე-7 კლასში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს 25 ან მეტი ქულა (სულ 36 მოსწავლე).
ჩარიცხულ მოსწავლეთა მშობლებმა სკოლის კანცელარიაში (ოთახი N104) უნდა წარმოადგინოს მოსწავლის მე-6 კლასის ნიშნების ფურცელი, დახასიათება და დაწეროს განცხადება. განცხადება მიიღება 4 ივლისიდან, შაბათ-კვირის გარდა 10.30-დან 18 საათამდე (შესვენება 13.00-14.00).
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 21 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, (ე.წ. მაღლივ კორპუსთან).
მოსწავლე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 8 საათსა და 30 წუთზე. გამოცდა დაიწყება 09:30-ზე. ტესტირების ხანგძლივობა 3 საათი და 30 წუთი.
გამოცდაზე მოსწავლემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ან პირადობის მოწმობა, ან ID ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოცდო კომისია უფლებამოსილია, მოსწავლე არ დაუშვას გამოცდაზე.
მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს წყალი.
საგამოცდო ბილეთი შედგება 30 ამოცანისგან. მათგან 25 იქნება დახურბოლოიანი ამოცანა 6 სავარაუდო პასუხით. 5 იქნება ასევე დახურბოლოიანი ამოცანა, ოღონდ 8 სავარაუდო პასუხით.
1-25 ამოცანების სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ბოლო ხუთი ამოცანიდან ორის სწორი პასუხი შეფასდება 1,1 ქულით, ორის -1,2 ქულით, ერთის -1,4 ქულით, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ბილეთში.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 31. სკოლაში ჩაირიცხება 139 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. სკოლაში აგრეთვე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 139-ე მოსწავლეს.
სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი რომელიმე საგანში (გარდა უცხო ენისა), ექნება 7 ან ნაკლები, ან სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებისას არ გამოიკვეთება, რომ მოსწავლე 2018-19 სასწავლო წელს იყო დისციპლინირებული.
ინფორმაცია საგამოცდო რეგისტრაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
შაბათის სკოლის შემაჯამებელი წერის შედეგებით სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთა სია:
2. ახალკაცი ლუკა
3. ბალანჩივაძე გიორგი
4. ბიწაძე დემეტრე
5. გოცირიძე ალექსანდრე
6. გუჯარაიძე გიორგი
7. დევდარიანი დემეტრე
8. დევნოზაშვილი შოთა
9. ერქვანია საბა
10. ესიავა ნიკოლოზ
11. თავბერიძე ხატია
12. კაპანაძე მიხეილი
13. კახაძე ნიკოლოზ
14. კვარაცხელია მანანა
15. კობაიძე ივანე
16. კუჭაშვილი გრიგოლ
17. კუჭაშვილი ირაკლი
18. ლებანიძე ალექსანდრე
19. მამულაძე დათა
20. მიქაუტაძე ცოტნე
21. ონეზაშვილი ლაშა
22. რაზმაძე მარიამ
23. საბაშვილი ანა
24. ღვინჯილია გიორგი
25. ყავლაშვილი მათე
26. ყორღანაშვილი ალექსანდრე
27. შალიბაშვილი დავით
28. შიუკაშვილი ანდრო
29. შიუკაშვილი სანდრო
30. ჩაჩანიძე ვახტანგი
31. ცინაძე საბა
32. წითელაშვილი ნინო
33. ხაზალია დავით
34. ხაჩიძე ელენე
35. ჯაფარიძე რევაზი
36. ჯინჭარაძე ეკა