კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და San Diego-ს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში - მეცნიერების თასი 2019 (Science Cup 2019) გაიმარჯვეს!

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და San Diego-ს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში - მეცნიერების თასი 2019 (Science Cup 2019) გაიმარჯვეს და მთავარი პრიზი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების 100%-იანი დაფინანსება მიიღეს.  (ე.წ. STEM-ის მიმართულებით)


შეჯიბრში 70-მდე გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ორი კომაროვის სკოლის მოსწავლეებისგან  იყო დაკომპლექტებული, რომლებმაც I და II ადგილები დაიკავეს. 


პირველ ადგილზე გასული გუნდის შემადგენლობა: ლევან გოგრიჭიანი (კაპიტანი), ნიკოლოზ ჩაფიძე გიორგი შოგირაძე, ჯონი თოიძე და გიორგი კენჭოშვილი.


მეორე ადგილზე გასული გუნდის შემადგენლობა: თომა ფირცხელანი, სოფო კიკნაძე, ირაკლი ანდღულაძე, ნინო ბერიშვილი და ნინი ტყეშელაშვილი. 


შეჯიბრი მიმდინარეობდა სხვადასხვა საგანში: ფიზიკა, მათემატიკა, ელექტრონიკა, გეოგრაფია, გეოლოგია, ბიოლოგია, ქიმია. 


კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც მრავალს უსურვებს!


ზემოთ