კომაროვის სკოლაში ფიზიკური პროგრამირების კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!

კომაროვის სკოლაში ფიზიკური პროგრამირების კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!


კლუბის მიზანია:


·         დააინტერესოს მოსწავლეები ფიზიკისა და პროგრამირების სფეროთი და მისცეს  საშუალება მათი გამოყენებით შექმნან პრაქტიკული და ორიგინალური პროექტები;

·         ხელი შეუწყოს კლუბის წევრების წარმოსახვითი უნარის განვითარებას და იდეები აქციოს ხელშესახებ რეალობად;

·         მოსწავლეების მიერ შეიქმნას სხვადასხვა სიმულაცია, რომელიც მიმართული იქნება სასწავლო პროცესის გამარტივებისაკენ;

·         სკოლის მოსწავლეები დაეუფლონ პროგრამირების ენებს - „Python“ - სა და „C++“ - ს,

შეისწავლონ მიკროკომპიუტერ “Raspberry pi”-სა და მიკროკონტროლერ “Arduino”-ს გამოყენება;

·         აწარმოოს რადიაციის მონიტორინგი და დაამუშაოს უკვე არსებული რადიაციის გამზომი სადგურიდან მიღებული მონაცემები; 

 

 

 

კლუბის კურატორი: ინდირა ნატრიაშვილი


ორგანიზატორები: X და XI კლასის მოსწავლეები - მარიამ ჯაფარიძე, მარიამ ჩხეიძე,  ნიკოლოზ ციმაკურიძე და ნიკოლოზი ციმაკურიძე.                                       


ზემოთ