კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ წარდგენილმა ვიდეობლოგმა, კონკურსში - ,,ქართული ენა და ინტერნეტი“ მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა!

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ კონკურსში  -  ,,ქართული ენა და ინტერნეტი“  კომაროვის მე-11 (მესამე) კლასის  მოსწავლეების -  დავით კუჭუხიძისა  და ნიკოლოზ შენგელიას მიერ წარდგენილმა ვიდეობლოგმა  (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნათია ნაყოფია) მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა. 


14 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა გამარჯვებულებს.  სხვა გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად ჩვენი მოსწავლეები ჟიურის წევრებისგან დაჯილდოვდნენ სიგელებითა  და  ფასიანი საჩუქრებით .


კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს გამარჯვებულ  მოსწავლეებს  ამ წარმატებას!


გთავაზობთ  ვიდეობლოგის ბმულს და ფოტომასალას:

https://www.dropbox.com/s/awyleomuu6gjzjh/PatriotismV2.mp4?dl=0&fbclid=IwAR3cQra80T8SLPBpGdFdXOUNLxQt_EOEQRIx9ydZ443jD7kwQLejs2mC70E


ზემოთ