კომაროვის სკოლაში გრძელდება შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის!
- 08 თებერვალი, 2019
კომაროვის სკოლაში გრძელდება შიდა სასკოლო ჩემპიონატი კალათბურთში მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის. გამარჯვული გუნდი კლასების მიხედვით სასკოლო წლის დასრულებისას გამოვლინდება.
ტურნირს ორგანიზებას უწევენ მე-10 კლასის მოსწავლეები - ანდრია კიკონიშვილი, ანნა არნანია და ნინო ანტონაშვილი.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მონაწილე გუნდებს.