კომაროვის სკოლაში ლექცია სათაურით "რა არის ფარდობითობის თეორია და სივრცის დამატებითი განზომილებები" ჩატარდა!

კომაროვის სკოლაში ლექცია სათაურით "რა არის ფარდობითობის თეორია და სივრცის დამატებითი განზომილებები" ჩატარდა. ლექცია წაიკითხა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფიზიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორმა, თსუ-ს მაღალი ენერგიების ინსტიტუტის, ველის კვანტური თეორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელმა, თეიმურაზ ნადარეიშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ბატონი თეიმურაზი მეორედ ეწვია ჩვენს სკოლას და ამჯერადაც დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიის მხრიდან. ლექციას ესწრებოდნენ ძირითადად უფროსკლასელები, სკოლის მასწავლებლები და კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები. ბატონი თეიმურაზიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. 


კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ბატონ თეიმურაზს საინტერესო ლექციისთვის.


ზემოთ