კომაროვის ეკონომიკის წრე ელის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აინტერესებთ:
· რა მექანიზმებია ვალუტის კურსის ცვლილების, ინფლაციის, უმუშევრობის დონისა თუ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უკან;
· თუ რის მიხედვით ადებენ ფირმები საკუთარ პროდუქციას ამა თუ იმ ფასს და აინტერესებთ თუ როგორია ოპტიმალური წარმოების პირობა;
· ცდილობენ ახსნან როგორ არეგულირებს ბაზარი ეკონომიკურ პროცესებს და რა როლი აქვს სახელმწიფოს ეკონომიკის ფუნქციონირებაში;
· ასევე, სურთ დაადგინონ თუ როგორი სტრატეგია უნდა აირჩიონ ამა თუ იმ თამაშში (ცხოვრებაში!), რომ მოგების ყველაზე მაღალი შანსი ჰქონდეთ.
ეკონომიკის წრე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კომაროვის სკოლის 10-12 კლასის მოსწავლეებისათვის.
წრის შეხვედრები გაიმართება პანსიონის შენობაში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 16:00-ზე. წრის ხანგრძლივობა შეადგენს 1.5 საათს.