სწავლა-სწავლების კლუბი განკუთვნილია კონკრეტული თემების შესასწავლად. გაკვეთილებს ატარებენ როგორც ბავშვები, ასევე მოწვეული პედაგოგები. ამჟამად სწავლა სწავლების კლუბი აერთიანებს სამ მიმართულებას:

 

Help Desk

მიმართულება განსაზღვრულია ერთის მხრივ, უმცროსი მოსწავლეების სხვადასხვა საგნებში მომზადებისთვის და ასევე უფროსკლასელებისვის ვისაც უნდათ იყვნენ მოხალისე მასწავლებლები. აქ უფროსკლასელები ეხმარებიან უმცროსკლასებს კონკრეტული საგნების შესწავლაში.

მიმართულების ხელმძღვანელი: დავით ბასიაშვილი

Game Development

ამ მიმართულებებში ბავშვები შეისწავლიან პროფესიონალური თამაშების დეველოპმენტს Unreal Engine 5-ისმეშვეობით, გაკვეთილები ჩატარდება პლატფორმა discord-ის მეშვეობით, კვირაში ორჯერ 1-2 საათი. ნებისმიერს შეუძლია გაწევრიანება, არანაირი საწყისი ცოდნა არ არის საჭირო.

მიმართულების ხელმძღვანელი: გიგი ჩაჩუა

Photoshop

ამ მიმართულებაში ბავშვები შეისწავლიან სამონტაჟო პროგრამა Adobe Photoshop-ს. მათ შეეძლებათ კურსის გავლის შემდეგ ფოტოების პროფესიონალურად დამონტაჟება.

მიმართულების ხელმძღავნელი: გუკა მაჭარაშვილი

 

Web Development

ამ მიმართულებაში ბავშვები შეისწავლიან Front-End Development-ს. მათ შეეძლებათ კურსის გავლის შემდეგ საიტების პროფესიონალურად აწყობა.

მიმართულების ხელმძღავნელი: ნიკოლოზ დონაძე

 

კლუბის მიზნებია:

·       მოსწავლების განათლების დონის ამაღლება,

·       მოსწავლეებში პედაგოგიური უნარის ამაღლება.

 

კლუბის პრეზიდენტი: ქეთევან გოგიშვილი

 

 

 



 


ზემოთ