კომაროვის სკოლაში მედიაწიგნიერების კლუბი ჩამოყალიბდა. კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ საშუალო საფეხურის  მოსწავლეებს.


კლუბის მიზნები:

  • მოსწავლეებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაცია.
  • სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვა.
  • მოსწავლეებმა  შეძლონ ფაქტების, წარმოდგენების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება; გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.
  • მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელება.


კლუბის ლიდერი: ნათია ნაყოფია


კლუბის წევრობა:

  • კლუბი შედგება თავმჯდომარისგან და წევრებისგან.
  • კლუბის ხელმძღვანელი  წევრებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.
  • კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის საშუალო საფეხურის  ნებისმიერი მოსწავლე.
  •  კლუბის წევრები   მონაწილეობენ კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა  და პროექტებში.
  • კლუბს შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრები-  საჯარო ლექციის წამკითხველები. საპატიო წევრები სარგებლობენ კლუბის წევრის უფლებებით და მონაწილეობენ კლუბის საქმიანობის განვითარებაში.



განრიგი: მედიაწიგნიერების კლუბის პირველი შეხვედრა შედგა 18 ოქტომბერს,  15:30,
ოთახი -105



ზემოთ