ეს კლუბი შენთვისაა თუ:

  • გაინტერესებს როგორ იქმნება ვიდეო თამაშები;

  • გაქვს სურვილი შექმნა შენი თამაში;

  • გინდა გაიგო მეტი პროგრამირების შესახებ.


კლუბის მიზნებია:

  • გავავრცელოთ თამაშების პროგრამირება;

  • შევისწავლოთ პროგრამული ენა C#;

  • ავაწყოთ თამაშები;

  • კლუბის მიერ შექმნილი თამაშები დავდოთ სხვადასხვა პლატფორმებზე მაგალითად როგორიცაა play store და Steam. 


კლუბის ლიდერები: ლევან ჯავახიშვილი და დათა მუჩიაშვილი


კლუბის წევრობა: 

1. კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან და წევრებისგან.

2. კლუბის ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო.

4. კლუბის წევრი:

  • მონაწილეობს კლუბის საქმიანობებში;

  • საჭიროების შემთხვევაში ასრულებს კლუბის დასახმარებლად  სპეციალურ დავალებებს (თუ შეუძლია).

5. კლუბის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის ხელმძღვანელები.

6. კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს

7. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის ხელმძღვანელები.



ზემოთ