აგრო კლუბის მიზანია ბავშვების უფრო დაახლოება ბუნებასთან, ცოდნის ამაღლება აგრონომიულ საკითხებში და სკოლის გამწვანების ხელშეწყობა.


კლუბის ფუნქციებია:

  • მოსწავლეებისთვის პასუხისმგებლობის უნარის ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეების ბუნებასთნ დაახლოება;
  • მოსწავლეებისთვის აგრონომიის საფუძვლების შესწავლა;
  • სკოლის გამწვანება;
  • სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.

1. კლუბი შედგება ხელმძღვანელებისა და წევრებისგან.

2. კლუბის ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. კლუბის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს განსაზღვრავს კლუბის ხელმძღვანელი.

4. კლუბის წევრი:

  • მონაწილეობს კლუბის საქმიანობის ორგანიზებაში, მის აკადემიურ პროგრამასა და ღონისძიებებში;
  • მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
  • საჭიროების შემთხვევაში ასრულებს კლუბის სპეციალურ დავალებებს.

5. კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე აქტიურად და წარმატებულად უნდა იყოს ჩართული კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. კლუბის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის ხელმძღვანელები.

6. კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

7. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.


კლუბის ხელმძღვანელები: მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი მახათაძე და პანსიონის მზრუნველი იზა ჩიკვაიძე.


 სამოქმედო გეგმა:

კლუბი შეიკრიბება კვირაში ერთი დღის განმავლობაში, რომელიც დადგინდება კლუბის წევრების მიერ.

კლუბი მუშაობას დაიწყებს პანსიონის წინ მდებარე ტერიტორიაზე.

ზემოთ ხსენებული ტერიტორია დამუშავდება სათანადოდ და გაიყვანება საწვეთური მილი.

მომზადების შემდეგ ტერიტორიაზე დაირგვება და დაითესება სხვა და სხვა სახის ყვავილები.


ზემოთ